იქეთ შეგვეხვეწოს ვიღაცა, რომ შევიდეთ რაღაც გაერთიანებაში და შევიზღუდოთ თავი. Eu-ს წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? | პაპუაშვილის რუსული განცხადება

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება "ჩამოანგრევს" საქართველოში სხვადასხვა სექტორს. პაპუაშვილი თვლის, რომ ეს იქნება "შეზღუდვა" და მოგვიწევს სუვერენიტეტისა და ეკონომიკური თავისუფლების "დათმობა". გარდა ამისა, ქვეყანაში ვეღარ შემოვლენ იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთანაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა არ აქვს.

მორიგი რუსული განცხადება პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა: 

იქით შეგვეხვეწოს ვიღაცამ რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ ჩვენი თავი. გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც. სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, ჩვენ იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? რომელიც დადებული გვაქვს თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან . ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. უვიზო მიმოსვლა იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს გაუქმება? აღარ გვექნება. ერთ მხარს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია...იმიტომ რომ ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, იმას საქართველოში ვერ შემოვუშვებთ ჩვენ...დღესვე რომ გავწევრიანდეთ ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა" ამბობს პაპუაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი