ცესკოს მოქმედი და ყოფილი ოპოზიციონერი წევრები EU-ს წარმომადგენლობას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ცესკოს მოქმედი და ყოფილი ოპოზიციონერი წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობას შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ დარღვევებისა და უკანონობის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში. 

ტექნიკური ჯგუფი, ისევე როგორც ევროკავშირის პოლიტიკა იყო განხილვის საგანი. გვაბნევია, არავის ჩვენს პარტნიორთაგან არ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება ამ სისტემის ძირეულად შეცვლა, თუ არ მოხდება ძირეული და ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა. მკაფიოდ თქვეს ჩვენმა პარტნიორებმა, ამ არჩევნებით საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე." განაცხადა შეხვედრის  შემდეგ, გიორგი სიორიძემ ცესკოს წევრმა "ძლიერი საქართველოდან".

პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრის, ანა კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია როგორ მუშაობდა ცესკოს არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში და როგორ შეასრულა ადმინისტრაციამ "ოცნების" დავალება: 

ავტორი: მარიამ ელიბაშვილი 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი