"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართავენ. საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში ამ წუთებში მივიდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ადგილზე იმყოფებიან სხვა ლიდერებიც.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის, "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" და  "ძლიერმა საქართველომ" საპარლამენტო სიები ჩახსნეს. შემდგომი პროცედურა მანდატების გაუქმებაზე ინდივიდუალურ მიმართვებს ითვალისწინებს. 

გუშინ, "კოალიცია ცვლილებისთვის" სიის 19-ვე წევრმა დაწერა  განცხადება მანდატების გაუქმებაზე. 

უახლოეს დღეებში იგივეს აპირებს "ენმ"-ც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი