კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა თვითგამოცხადებულ პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს თანამდებობა მიულოცა.
"ვულოცავ ირაკლი კობახიძეს. ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს," - წერს დუგინი.
"ქართული ოცნების" თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა თვითგამოცხადებული მთავრობა დღეს დაამტკიცა.