დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება. როგორც ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განაცხადეს, ე.წ. არჩევნების ჩატარება 20-25 მლნ რუბლი დაჯდება.
 
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია ე.წ. არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყება და კენჭისყრამდე 40 დღით ადრე დასრულდება. თუ კანდიდატს პარტია წარადგენს, ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება საჭირო არ იქნება, ხოლო თუ ადამიანი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას კენჭი იყაროს ე.წ. პრეზიდენტად, მაშინ მას 2-2,5 ათასი ხელმოწერის შეგროვება დასჭირდება.

ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 19 ნოემბერს დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ბჟანია დროებით ჩაანაცვლა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი