ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა, მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების სანაცვლოდ. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში", - წერს როთი.
შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.