ორბელიანების სასახლეში დიპლომატებთან შეხვედრა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ გააკეთა განცხადება.