სამოქალაქო პროტესტია ქუთაისშიც. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ, უარი თქვას ევროკავშირზე, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგა.
მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე, "ქართული ოცნების" ოფისთან ქუჩა გადაკეტეს.
"ჩვენი სათქმელი არის ის, რომ რუსეთში ვცხოვრობთ. რა დროს ოპოზიციაა, რა დროს პარტიაა, რა დროს პოლიტიკური მოთხოვნებია. ამ პოლიციელებსაც ვეუბნებით, დღეს იანუკოვიჩი მოხდა საქართველოში. დღეს უნდა მოხდეს რევოლუცია! არავითარი მშვიდობიანი არჩევნები. მხოლოდ რევოლუცია, ხალხი ქუჩაში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.