რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის წინ თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაბრაზებული მოქალაქეები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, ე.წ. პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს წყვეტენ.
ამ გამოსვლის შემდეგ, მალევე დაანონსდა საპროტესტო გამოსვლები. მოქალაქეები თვითდინებით პარლამენტის, "ქართული ოცნების" ოფისისა და პრეზიდენტის სასახლესთან იკრიბებიან, სადაც ამ დროისათვის პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.
პარალელურად, აქციებია რეგიონებშიც.