დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებიას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა, თუ თვეა - განაცხადა პრეზიდენტმა თვითგამოცხადებული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
განცხადებას პრეზიდენტი ამ წუთებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აკეთებს.
დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო რამოდენიმე თვეა, თუ მეტი არა ევროპიდან რუსეთისკენ, ყველა, ვისაც ჰქონდა ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს, დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი, საკუთარ ხალს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენ მომავალს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. " განაცხადა პრეზიდენტმა