"ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები - ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით" | ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს.

"ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები. ამას ვერავინ წაგართმევთ. გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით", - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი