"გეგმა არის მხოლოდ ერთი - თითოეული ადამიანის აქტივობა" | მოქალაქეების პროტესტი გორში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ გორშიც. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ.

შეკრებილები ამბობენ, რომ თვითაღიარებული მთავრობა საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

"გეგმა არის მხოლოდ ერთი - თითოეული ადამიანის აქტიურობა. თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს ძალა, რომ დაუპირისპირდეს ნებისმიერი კანონიერი საშუალებით კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფეხით გათელვას და გადავლას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი