"დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა ომი - საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი - საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა.

"დღევანდელი დღე არის კვირების განმავლობაში მიმდინარე საკონსტიტუციო გადატრიალების დასასრული. თვეების წინ დასახული კურსი, რომელსაც ევროპიდან რუსეთში მივყავდით, დღეს დასრულდა. დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი - საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი