საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან მოსახლეობას უკვე მიმართა და წინააღმდეგობისაკენ მოუწოდა, აქციაზე კი იმის საჩვენებლად მივიდა, რომ თვითონაც მოქალაქეების გვერდით დგას.