თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილიდან ვრცელდება კადრები, როგორ ემზადებიან ძალოვნები აქციისთვის ფარებითა და ჩაფხუტებით.
იქამდე შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები ამ დროისათვის ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩაზე არიან მობილიზებულები. დროდადრო ისინი აქციის მონაწილეებს უპირისპირდებიან.