ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, მერე უნდა წახვიდე და დათვრე იმ სიგიჟისგან რაც გაქვს გაკეთებული | გახარია აქციიდან

გამოქვეყნდა:

ხომ გავიგეთ რომ თოჯინები არიან , გავიგე რომ ნება არ აქვთ გავიგე, რომ რასაც დაუწერენ ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, რომ ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, მერე უნდა წახვიდე და დათვრე. დათვრე იმ სიგიჟისგან რაც გაქვს გაკეთებული, მაგრამ შენ ხომ უნდა მოძებნო შენ თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას რაც ხდება, გამოხვიდე და ამ ხალხს ბოდიში მოუხადო და უთხრა, რომ შეგეშალა ხო? - ამბობს გიორგი გახარია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა და თვითგამოცხადებული "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

[მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გახმოვანების შემდეგ, "ოცნების" წევრები რესტორანში წავიდნენ] 

"არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ კი არა, საზოგადოებაა შეთანხმებული. ეს საკითხი არის მაგალითად, ქვეყნის ევროპული მომავალი , ეს საკითხი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და არჩევნები, როგორც მშვიდობიან გზა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის. ქართველები დაიღალნენ ყველა ჯერზე რუსთაველზე გადაწყდეს პოლიტიკური ხელისუფლების საკითხები , აღარ უნდათ, უნდათ რომ ეს გააკეთონ არჩევნებით. ეს არჩევნები ხელისუფლება, მოგვპარა , მაშინ, როდესაც შეეძლო ეს არჩევნები გამოეყენებინა ქვეყნის დამშვიდების გზისთვის და საბოლოო ჯამში, მშვიდობა მშვიდობაო და მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა, ერთმანეთთან დაპირისპირებისკენ, როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება, რომელსაც უნდა ქვეყანაში მშვიდობა და როდესაც ხედავს ამხელა გლობალურ დაპირისპირებას მსოფლიოში, გამოდის და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა ერთობას,  სადაც მშვიდობაა იმას ეუბნება არას და სად მიჰყავს ეს ქვეყანა გაუგებარია. ვერც ამბობენ რა უნდათ, უბრალოდ ამბობენ,რომ თურმე მათ ღირსებას ვიღაცა შეეხო. რა ღირსებას? რის ღირსებას ? ადამიანების ღირსებას რომლებიც გვატყუებენ უკვე წლებია? არჩევნები მოგვატყუეს, მერე აიღეს და მოტყუებით მოიწვიეს პირველი სხდომა პარლამენტის, მოტყუებით აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე, მოტყუებით აირჩიეს მთავრობის თავმჯდომარე და ახლა მოტყუებით უნდათ პრეზიდენტი აირჩიონ..." თქვა გახარიამ 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი