"საჯარო სამსახურები იღვიძებენ!" | პრეზიდენტი საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

საჯარო სამსახურები იღვიძებენ! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საჯარო მოხელეები კობახიძის რუსულ განცხადებას აკრიტიკებენ.

"საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, სადაც დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე იხილეთ:

"დღევანდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს" | საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კობახიძის რუსულ განცხადებას ემიჯნებიან

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი