პოლიციამ აქციაზე სპეციალური საშუალებები გამოიყენა

გამოქვეყნდა:

თბილისში, პარლამენტთან აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

პოლიციამ, სავარაუდოდ, გამოიყენა წიწაკის სპრეი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კადრებში ჩანან დემონსტრანტები, რომელთაც სპეციალური საშუალებები შეასხეს სახეში.

სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, გრძელდება.

ფოტო: "რადიო თავისუფლება"

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი