რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევა დაიწყეს.
ვითარება დაძაბულია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა. კადრებში ჩანს ძალადობა დემონსტრანტებზე.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალითი აფრთხილებენ და დაშლისკენ მოუწოდებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქცია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს გასცა.