"რეჟიმს სახე არ აქვს, რუსეთია ჩვეულებრივი. ან გაგვყავს ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს, ან აღარ იქნება" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

რეჟიმს სახე არ აქვს, რუსეთია ჩვეულებრივი. ან გაგვყავს ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს, ან აღარ იქნება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც შს სამინისტრომ აქციის დარბევა დაიწყო.

"რუსეთში საქართველოს არ გაუხარია არასდროს. იმას, ვინც დუმს შევახსენებ, რომ პირველი რაც გააკეთა რუსეთმა 1801-ში, გაუუქმა საქართველოს ავტოკეფალია, გადაღება ყველა ეკლესია და გააუქმა ქართული საგალობლები. ეს არის რუსეთი. ეს არის რუსეთი "კულტურა". ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ჩვენს ეკლესია უფრთხილდებიან, ჩვენს ტრადიციებს უფრთხილდებიან და ფულს გვაძლევენ იმისთვის, რომ ჩვენი ეკლესიები არ დაინგრეს. ძალიან მოკლედ ასეა. ასევე ვიცხოვროთ უსაფრთხოდ, წარმატებით და შეძლებულად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი