"წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი სახეში შემესხა - მასში გარეულია [სხვა ნივთიერება]... დამწვრობა მაქვს ყველგან, სადაც მომხვდა ეს სითხე" | აქციაზე TV პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის დროს დაშავდა "TVპირველი"-ს ჟურნალისტი ანა მდივანი.

"ვიყავით ქაშვეთთან, ვაშუქებდით მოვლენებს, რა დროსაც წყლის ჭავლის მანქანა წამოვიდა ჩვენკენ და მთლიანად სახეში შეისხა. 20 წუთია სასწრაფო დახმარების მანქანაში ვარ და ძლივს გამოვიხედე ახლა თვალებიდან. ბევრ აქციაზე ვყოფილვარ, გამოუყენებიათ წიწაკის სპრეი, მაგრამ ის, რასაც ახლა იყენებენ წარმოუდგენელია. 20 წუთი ვიჯექი და ვერ გამოვიხედე, ახლაც ყველაფერი მეწვის და მტკივა. არ ვიცი რა არის შერეული ამ წყალში, მაგრამ უბრალოდ ვერ სუნთქავს ადამიანი" , - განაცხადა ანა მდივანმა.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი