აქციის დაშლის მიუხედავად დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან. ამ დროისთვის, დემონსტრანტები სამ ადგილას - ალექსანდროვის ბაღთან, ჯორჯაძის ქუჩაზე და „ცისფერი გალერეის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან.
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან „თბილისი მერიოტამდე“ მონაკვეთი გაათავისუფლეს.
შსს პერიოდულად ყენებს ე.წ. გაზის კაფსულებსა და წყლის ჭავლს, თუმცა, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. მათ ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით ბარიკადები აქვთ აღმართული.