საპროტესტო აქციაზე მუშაობის დროს, "პუბლიკის" ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს.
ის უკვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ჟურნალისტი პოლიციამ ძალადობით დააკავა.
როგორც ქეშელაშვილი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში.
პოლიციამ ჟურნალისტს წაართვა კამერები.
"მცემეს, დამაკავეს, კამერები წამართვეს. მივყავარ ჯეო ჰოსპიტალში. დაკავებული ვიყავი. ცხვირი მაქვს გატეხილი. თავზეც ვნახავ, რომ გადამიყვანენ. ჩემზე უარესად იყვნენ სხვები, მაგრამ მეც კარგად მირტყეს, კი", – ამბობს ლექსო ქეშელაშვილი.