საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ჟურნალისტებზე ძალადობასა და საქმიანობაში ხელის შეშლას ეხმაურება.
"მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას - უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას", - წერს პრეზიდენტი X-ზე.