პოლიტიკაელენე ხოშტარიასა და ნანა მალაშხიას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენგამოქვეყნდა: პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024 - 05:58
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებს ელენე ხოშტარიასა და ნანა მალაშხიას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების თქმით, წინასწარი დათვალიერებით, ელენე ხოშტარიას, სავარაუდოდ, ხელი აქვს მოტეხილი. ნანა მალაშხიას დაზიანებები აღენიშნება სახის არეში.