"ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სპეცრაზმელი თავს დაესხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"მეგობრებო, მშვიდად ვარ! არ ინერვიულოთ! ერთადერთი ვისი საქმეც ცუდად არის ივანიშვილის ნიღბიანი რეჟიმია", - წერს გურამ როგავა.
შეგახსენებთ, ჟურნალისტს აქციის გაშუქების დროს ძალოვანი დაესხა თავს და თავი გაუტეხა.