რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარბევისას პოლიციამ ფიზიკურად იძალადა "რადიო თავისუფლების" რეპორტიორზე, დავით ცაგარელზე.
მეცნიერებათა აკადემიასთან, როდესაც ჟურნალისტი, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა.
ჟურნალისტს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"