
პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, სასწავლო პროცესი ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება, როგორც მთავრობამ თქვა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სწავლა დიდ ქალაქებში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
სასწავლო პროცესი, ჩვენ როგორც გამოვაცხადეთ, ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, - თქვა გახარიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-6 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს პირველი ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან. საუბარია თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის იმ სკოლებზე, სადაც სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება ფოთს და გორს, ამ ორ ქალაქში სწავლა საკლასო ოთახებში 12 კლასის ჩათვლით აღდგება. სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ უნივერსიტეტები.
. შეზღუდვების მოხსნა არ ეხება აჭარის რეგიონს.