ღამით, საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, დღეს დილიდან პარლამენტთან ისევ იკრიბებიან მოქალაქეები. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს წარმომადგენლებიც, რომლებიც რუსთაველზე მისულ მოქალაქეებს შეკრებაში ხელს უშლიდნენ და მიზეზად აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამასთან პარლამენტის წინა შესასვლელთან ხდება რკინის ჯებირის გამაგრებაც. წაშლილია შენობაზე გაკეთებული საპროტესტო წარწერებიც.
როგორც პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, გუშინდელი დარბევის კვალი კვლავ სახეზეა. მათი თქმით, ადგილზე ისევ იგრძნობა დარბევისას გამოყენებული გაზის სუნი .
აქციაზე შეკრებილების შეფასებით, პროტესტი მუდმივად უნდა გაგრძელდეს, რადგან ქართულმა ოცნებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი და ჩაიდინა ქვეყნის ღალატი. მთავარი აქცია, სადაც შეჩერებულ ევროინტეგრაციას გააპროტესტებენ, დღეს 19:00 საათზეა ჩანიშნული