"ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო" | საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში

გამოქვეყნდა:

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! – ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასკუა წერს

"დღეს, როცა რუსეთი:

-აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;

-აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;

-ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!," - აცხადებს თარაშ პაპასკუა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად, თარაშ პაპასქუა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მოქმედი ელჩია, რომელიც, 28 ნოემბერს ოცნების ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ქვეყნის ევროპასთან და ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს თვითგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს 
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და უარს აცხადებს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე. აღნიშნულ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. თბილისში, პარლამენტის წინ გამართული აქცია საპოლიციო ძალებმა გამთენიისას ძალადობრივად დაშალა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი