ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ელჩი ბულგარეთში თანამდებობიდან გადადგა - ოთარ ბერძენიშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მისი ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება ოფიციალურად დაწერა. ბერძენიშვილმა მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა. 

"ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენი დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცალოს საფუძველი. არა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა" - წერს ბერძენიშვილი.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი