"დედები შვილების ევროპული მომავლისთვის" - ამ დევიზით ქუთაისის მთავარ მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება. რამდენიმე ათეული ადამიანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გზის გადაკეტვას ცდილობს, თუმცა ამის საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ. დედების განცხადებით, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და არ სურთ, მათმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ.აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს ევროპულ გზაზე უარი თქვა.
"გამოვედი ჩემი შვილის ევროპული მომავლის დასაცავად, რომ ამ ბიძინას მონებს დისკომფორტი შეექმნათ. ეს გზა ჩემი და ჩემი შვილისაა. ვინც ტელევიზორიდან გვიყურებთ, გამოდით თქვენ შვილებთან ერთად."- აცხადებს აქციის მონაწილე.