"თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, გვექნება რეაგირება" | თვითგამოცხადებული პრემიერი ამჯერად EU-ს ელჩებს ემუქრება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების შემდეგ, "ოცნების" თვითგამოცხადებული პრემიერი ამჯერად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და თავად ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის ემუქრება. კობახიძის გაღიზიანება დიპლომატის დღევანდელმა განცხადებამ გამოიწვია.

ე.წ. პრემიერი დიპლომატს დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებაში სდებს ბრალს:  

"თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას , თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება , საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე." თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს რეაგირებაში, კობახიძემ დააზუსტა, რომ ეს იქნება პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება. 

იხილეთ:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი