თვითგამოცხადებული პრემიერი ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს აქციის ,მონაწილეები "გასცდნენ მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს". კობახიძე პოლიციას "წესრიგის აღდგენისთვის" მადლობას უხდის და "კანონდამრღვევებს" სრული სიმკაცრით დასჯით ემუქრება. კობახიძე მოქალაქეებს აბრალებს უკავშირებს პოლიციელების, აქციის მონაწილეებისა ადა ჟურნალისტების დაშავებასაც
"ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის, ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც არის უკიდურესად სამწუხარო. მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, თითოეულ პოლიციელს, შს მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი" ამბობს თვითგამოცხადებული პრემიერი