მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "ალტერბრიჯი" მიმდინარე მოვლენებთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ალტერბრიჯი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული განვითარების მხარდამჭერი!!!
ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა, შევუქმნათ ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები!
ამიტომაც, ალტერბრიჯი დგას თავისი სტუდენტების და ევროპული მომავლის მხარეს!
ჩვენ ვართ ხიდი ევროპისკენ." - ნათქვამია განცხადებაში.
უნივერსიტეტმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის რექტორმა ნათია გოცაძემ გაავრცელა.
"ძვირფასო ალტერბრიჯელებო!
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო,მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი და თითოეულმა ჩვენგანმა მთავარი აქცენტი ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღსრულებაზე გავაკეთოთ!
თქვენ იცით, რომ ალტერბრიჯის მისიაა შექმნას ცოდნისა და პიროვნულიგანვითარების ახალი შესაძლებლობები! დღესკი, სწორედ ის დროა, როცა ჩვენი პიროვნულიღირებულებები გამოიცდება!
რაც შეეხება სალექციო პროცესს, იცოდეთ, რომ ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა აღდგენილი იქნას ყველა ლექცია და სრულად უზრუნველვყოთ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კურსების ჩატარება.
ჩემო ძვირფასებო, გჯეროდეთ, რომ თქვენ ხართ განათლებული, თავისუფალი და ბედნიერი საქართველოს მომავალი!
მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით! და გახსოვდეთ, საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- ნათქვამია ალტერბრიჯის რექტორის ნათია გოცაძის განცხადებაში.