ბელორუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს.
"საქართველო ევროპას ეკუთვნის!
იყავით ძლიერი და განაგრძეთ ბრძოლა თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - თქვენი გამბედაობა შთააგონებს მსოფლიოს.
ქართველ ხალხს აქვს უფლება აირჩიოს თავისი ბედი და ევროპული მომავალი.
ჩვენი გული თქვენთანაა,"- წერს ტიხანოვსკაია X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს თვითგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და უარს აცხადებს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე. აღნიშნულ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. თბილისში, პარლამენტის წინ გამართული აქცია საპოლიციო ძალებმა გამთენიისას ძალადობრივად დაშალა.