აფხაზეთის ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, აფხაზეთის ომს გამარჯვებულები არ ჰყავსთ, თუმცა ჰყავს გმირები, რომლებმაც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს. ამ თემაზე კომენტარი მან სოხუმის დაცემის დღიდან 27-ე წლისთავზე გააკეთა.

ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო, - თქვა კახი კალაძემ.

ამავე თემაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული და ეს აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც უმძიმესი ტრაგედიაა. 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის წინ ამ დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო მას სხვადასხვა ცნობების მიხედვით, 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი