"მთავრობა არის ეს ხალხი, რომელსაც საქართველოს ისტორია წაკითხული არ აქვს" | ქუთაისში საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"დედები შვილების ევროპული მომავლისთვის" - ამ დევიზით ქუთაისში ცენტრში მიმდინარე აქცია ხმაურით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მოედნიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, მათ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობაც.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და არ სურთ, მათმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს ევროპულ გზაზე უარი თქვა.

"ვინც ვერ მივდივართ თბილისში, ყველა ჩვენ ჩვენ რეგიონებში უნდა გამოვიდეთ აქციაზე. იმიტომ რომ თუ დღეს აქ არ დავდექით ხვალინდელი დღე შეიძლება აღარ იყოს," - აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციაში მონაწილეობას იღებს 85 წლის მოქალაქეც. მისი თქმით, პოლიციის ქმედებები, რომელიც დღეს მთავრობას წარმოადგენს, არ შეესაბამება ქართულ ტრადიციას და ქვეყნის ისტორიას.

"85 წლის ვარ, ქუჩაში გამოვედი იმისთვის, რომ შევაფასო მდგომარეობა, ამ ხალხის მოთხოვნები რა არის და რა პასუხს აძლევს მთავრობა, მთავრობა არის ეს ხალხი, რომელსაც საქართველოს ისტორია წაკითხული არ აქვს. ერთ ქართველზე 10 მომხდური მოდიოდა და ესენი წააქცევენ იმ ერთ ქართველს და 10 ურტყამს წიხლებს და დუბინკებს," - განაცხადა აქციის მონაწილე 85 წლის ქალმა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი