ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება ქალაქ გორშიც. აქციის მონაწილეები იმ მოედანზე არიან შეკრებილი, სადაც 2008 წელს საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული რუსული კასეტური ბომბები ცვიოდა.
აქციის მონაწილეების გორის ცენტრში გამოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციის ძალადობრივი დარბევის დროს დააკავეს.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. აქციის მონაწილე პედაგოგმა კოლეგებს მოუწოდა, რომ გაჩუმების დრო არაა და მასწავლებლებმა უნდა იბრძოლონ ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიისთვის.
აქციის მონაწილეები მოგვიანებით აპირებენ, რომ თბილისში 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.