"შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ" | ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც საკუთარ დემოკრატიულ უფლებას იყენებდნენ, - აცხადებს ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი სტივენ დაუთი.

განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში ბრიტანეთს საელჩო ავრცელებს.

"ღრმად  შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც საკუთარ დემოკრატიულ უფლებას იყენებდნენ. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების უფლებას", - აცხადებს ევროპის საქმეთა მინისტრი სტივენ დაუთი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი