საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დეკლარირებულად უარყო ქართველების სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ | თბილისის კლუბები

გამოქვეყნდა:

საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დეკლარირებულად უარყო ქართველების ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საერთო განცხადებას თბილისის კლუბები ავრცელებენ.

"საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გუშინ, ღიად და დეკლარირებულად უარყო ქართველი ხალხის ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. საზოგადოების მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგი, ვიყოთ თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფო, დროებით შეჩერებულია.

კრიზისში მყოფ ქვეყანას საერთაშორისო იზოლაცია და ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება, რაც არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს ყველაფერს, მათ შორის საკლუბო კულტურას და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასეთ ვითარებაში თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების არსებობა და შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - წერია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი