საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ | პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" მხრიდან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლების ნაბიჯით "იმედგაცრუებულია". 

სამინისტრო ასევე წერს, რომ ქართულ საზოგადოებას პროევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციაზე არ იძალადოს. 

"პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაწევრიანების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. პოლონეთი ერთგული რჩება ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის საქმეში და საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიმართოს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ", - წერია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი