ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვბეული არ არსებობს, წარმატება ერთიანობით მიიღწევა - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოხუმის დაცემიდან 27-ე წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ აფხაზებმაც და ქართველებმაც უნდა გაითავისონ, რომ წარსულის ჭრილობების მოშუშება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა რომ მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. როგორც აფხაზებმა ასევე, საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 ამავე თემაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული და ეს აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც უმძიმესი ტრაგედიაა. 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის წინ ამ დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო მას სხვადასხვა ცნობების მიხედვით, 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი