"ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები ემიჯნებიან

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები ემიჯნებიან.


"ჩვენ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები,  ვემიჯნებით საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელისშემშლელ ნებისმიერ განცხადებას და ქმედებას და ვთვლით, რომ ნებისმიერი პირის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენს და ქართველი ხალხის ნებას. დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, მათ შორის 78-ე მუხლის და სხვა კანონების დარღვევა! დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეების საპროტესტო აქციის ძალადობრივი გზით დარბევა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლა! მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს დაიცვან კანონის მოთხოვნები!" - წერია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი