პროკურატურამ "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ "მთავარი არხის" ჟურნალისტის,  ჯეიჰუნ მუჰამედალის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს, რომლის დროსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში "ოცნების" წევრი, ვუგარ ისაევი მუჰამედალის კამერების წინ დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა. 

საქმეზე გამოძიების თხოვნით სასამართლოს "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა მიმართა. 

მნიშვნელოვანია, ყველა მონაწილე პირი გამოიკითხოს და შესაბამისად დაისაჯოს ჟურნალისტის საქმინობაში ხელის შეშლის გამო. ეს უნდა იყოს ერთგვარი პრევენცია, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა, - ამბობს ლაშა ფარულავა, "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის წევრი. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავად ვუგარ ისაევი ამ დრომდე არ გამოკითხულა. 

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს მმართველი პარტიის აქტივისტები "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრითაც დაემუქრნენ. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი