ისევ მომსწრენი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე შექმნილ ვითარებას X-ზე.
„ისევ მომსწრენი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, - წერს პრეზიდენტი.