პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს პოლიციამ იძალადა RealPolitika-ს ჟურნალისტ აკა ზარქუაზეც. გავრცელდა ძალადობის ამსახველი კადრები, რომელიც შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული.
"ჟურნალისტი ვარ, რატომ მირტყამთ?! რა წესი დავარღვიე?!" - მიმართავდა ჟურნალისტი პოლიციელებს, რომლებიც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
მოგვიანებით პოლიციელები კვალვ მიუახლოვდნენ ჟურნალისტს და უთხრეს: "ვერ გაიგე, რომ უნდა წახვიდე?!" შემდეგ კი კვლავ გაუსწორდნენ ფიზიკურად.
პოლიციის ჟურნალისტთან დაპირისპირება RealPolitika-ს ფეისბუკგვერდის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.