"რეჟიმი დაიღლება და დაემხობა, ყველა ვარიანტში. ჩვენ მხარეს არის სიმართლე" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

რეჟიმი დაიღლება და დაემხობა, ყველა ვარიანტში. ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ეს არ არის პოლიტიკოსების აქცია, ეს არის პატრიოტების, ქართველი ხალხის აქცია, რომელთაც აქვთ თავიანთი განსაზღვრული გზა თავიანთი წინაპრების მიერ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნია გვარამიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

"გუშინწინ გამოგვიცხადეს, მანამდეც გასაგები იყო, მაგრამ უკვე ოფიციალური განაცხადი მოვისმინეთ თვითმარქვია პრემიერის მხრიდან, რომ მივდივართ რუსეთისკენ. ჩვენ არ წავალთ რუსეთისკენ, აქ ვიდგებით. მეც ვდგავარ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე. თუ პოლიტიკოსი ვარ, მაშინ ყველა პოლიტიკოსია, რადგან ქვეყნის დაცვაზე დიდი პოლიტიკა არ არსებობს. პოლიტიკაც ეს არის - ქვეყნის ინტერესების მსახურება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი