CNN: მზარდად ავტოკრატიული მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო აქციებმა მოიცვა

გამოქვეყნდა:

საქართველო საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც მისმა მზარდად ავტოკრატიულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე შეაჩერებს, - ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.

"მთავრობის გადაწყვეტილებამ სწრაფად გამოიწვია საპროტესტო აქციები დედაქალაქ თბილისში, სადაც დემონსტრანტები პოლიციის თანამშრომლებს "რუსების მონებს" ეძახდნენ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო სპეცრაზმელები ცალკეულ პირებს სცემდნენ.

[...]

ქვეყნის პროდასავლური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პოლიციის სამიზნე ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები იყვნენ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოცნებამ არაერთხელ დაარწმუნა ამომრჩევლები, რომ მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს - ამას ქართველების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს. არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირის მოლაპარაკებებს დღის წესრიგიდან ამოიღებს და უარს იტყვის ბლოკის საბიუჯეტო გრანტებზე 2028 წლამდე", - წერს CNN.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი