რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტთან", სპეცრაზმელებმა ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი - კარი გამოაღეს, სპრეი ავტომობილში შეასხეს, ერთ-ერთი პირი გამოათრიეს, რამდენიმე მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი წაიყვანეს - იგი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
ძალის გამოყენებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი.